მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჯარო მოხელეებიც არ ენდობიან საპენსიო რეფორმას" - ცომაია სისტემიდან 42,105 პირის გასვლაზე

5da6014b58c23
BM.GE
15.10.19 23:30
935
"ადამიანები ამ საზოგადოებაში, მათ შორის საჯარო მოხელეები არ ენდობიან საპენსიო სისტემას, ვინაიდან ხედავენ, რომ მომავალი ძალიან არაპროგნოზირებადი და გაურკვეველია“, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ bm.ge-სთან იმ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ბოლო მონაცემებით, ჯამში, საპენსიო სისტემა 161,756–მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 42,105  - საჯარო სექტორშია დასაქმებული.

მისივე თქმით, დასაქმებულებმა იციან, რომ ფულის დაზოგვა სხვა მეთოდებით უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი.

„მაგალითად უცხოურ ვალუტაში რომ გადახურდავდეს დღეს ფული, მომავალში დიდი ალბათობით უფრო მეტი იქნება მოგება. გარდა ამისა, არ აქვთ ადამიანებს იმდენი შემოსავალი, რომ იფიქრონ მომავალ დანაზოგზე, მათ ურჩევნიათ დღეს დახარჯონ“, - აცხადებს ეკონომისტი.

აკაკი ცომაიას აზრით, საპენსიო სისტემაში ჩართვა უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა აღნიშნულ რეფორმას გამართლება.

„არ შეიძლება მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ გამოხატავს ბაზრის ნებას. საზოგადოება ვერ იქნება მზად მსგავსი რეფორმისთვის მანამ, ვიდრე იგი არ შექმნის მოთხოვნას ამ პროდუქტზე. მოთხოვნა კი შეიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი გადაწყვეტს დაგროვებას, სწორედ მაშინ დაინტერესდებიან იმ სერვისებით, რომელიც მათ დაგროვებას სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს უძრავ ქონებაში ინვესტივია ან ბანკის ანაბარი, კერძო სადაზღვევო ფონდი და ა.შ. ცხადია, ჯერ არ ვართ განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ასეთი სერვისები შეიძლება გვქონდეს“.

ამასთან ეკონომისტი აცხადებს, რომ საპენსიო სისტემა უფრო მეტად ორიენტირებულია არა იმაზე, რომ ადამიანებს მომავალში გაუჩნდეთ შესაძლებლობა დახარჯონ შემოსავლის ნაწილი, არამედ იმაზე, რომ ჩინოვნიკებმა უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყენონ სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

„სახელმწიფოს სურს, რომ უფრო მაღალი ჰქონდეს ვალი, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებს, რაც არაჯანსაღია. ეს ეკონომიკურ მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.