„საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია, აუცილებელია მისი გაზრდა“; „საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კორელაციაში უნდა იყოს“; „საჯარო სექტორის კვალიფიციური კადრები კერძო სექტორში წასვლას ცდილობენ“ - სამივე განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ეკუთვნის. მიმდინარე კვირის განმავლობაში, პარლამენტში, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტს განიხილავდნენ, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდის აუცილებლობაზე კაკაურიძემ არაერთხელ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ საჯარო სექტორში ოპტიმიზაციის გარკვეული რესურსიც არსებობს. მისივე ინფორმაციით, მთავრობამ 2022 წლის 1 ივლისამდე საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპები და პრინციპები უნდა დაამტკიცოს.
აღსანიშნია ისიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემები ფრაგმენტულია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება როგორც დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობის, ისე მათი კატეგორიების სათანადო სიზუსტით იდენტიფიცირება. აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რადგან ამ სახის ინფორმაციას საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე აღრიცხავს საქსტატი, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მათი დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებულია და ჯამში არ არის განსაზღვრული ერთიანი სტატისტიკის წარმოებაზე პასუხისმგებელი უწყება. ზუსტი მონაცემების არქონამ კი, სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მთავრობის მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორებიც არის, საჯარო დაწესებულებების გაერთიანება, ოპტიმიზაცია ან თუნდაც ლიკვიდაცია.
სხვათაშორის, საჯარო სექტორში დასაქმებულების რიცხოვნობაზე, შედარებით სრულ ინფორმაციას იძლევა საპენსიო სააგენტო, რადგან როგორც ვიცით, დაგროვებითი საპენსიო სქემის პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფოც თავის წილ შენატანს აკეთებს დასაქმებულის ანგარიშზე და სწორედ საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, საჯარო სექტორი 301 892 მოქალაქეს ასაქმებს.
საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების გაზრდის საჭიროებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა „საქმიანი დილის“ ეთერში მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარიას მთავრობაში იყო.
„ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია პრემიერი იყო. ვამბობდით, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა აუცილებელია, რათა მოხდეს როგორც ეფექტიანობის, ისე ხელფასების ზრდა. ერთადერთი წარმატებული მოდელი, რომელიც ჩვენს რეალობაში შეიძლება დაინერგოს, ეს არის ე.წ. სინგაპურის მოდელი, რაზეც დღესაც აქვს საუბარი ხელისუფლებას, უბრალოდ "სინგაპურის მოდელისთვის" საჭიროა ოპტიმიზაცია.
„სინგაპურის მოდელი“ ნიშნავს იმას, რომ იღებ კერძო სექტორის მიზნობრივ ინდიკატორებს, ხელფასების ბაზას მოწინავე სექტორებში და ცდილობ ამ ხელფასების ნიშნულთან გაათანაბრო საჯარო მოსამსახურის ხელფასი, რათა კონკურენცია გაუწიო კერძო სექტორს კვალიფიკაციის კუთხით, თუმცა ოპტიმიზაციის გარეშე ეს არის ასობით მილიონის ფინანსური რესურსი, რომელიც საიდანღაც უნდა გაჩნდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, გახარიას მთავრობა მზად იყო, ეს რეფორმა დაეწყო, თუმცა ამისთვის ემზადებოდა, რადგან ის მტკივნეულ ნაბიჯებს უკავშირდება.
ამასთან, ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული რესურსებით ეფექტიანად მომუშავე საჯარო მოხელეების ხელფასები უნდა გაიზარდოს.
„ყოველთვის იყო საუბარი, რომ სახელფასო თანხები უნდა შემცირდეს, თუმცა ეს გამოსავალი არ არის, რადგან ეფექტიანი საჯარო სექტორი უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა ამაში არ იგულისხმება ბიუროკრატია. საჯარო სექტორის მთავარი დანიშნულება არის შესთავაზოს საჯარო სერვისები მოქალაქეებს და კერძო სექტორს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, კერძო სექტორმა და ბიზნესმა გადაწყვეტილებების ოპერირება სწრაფად მოახდინო. ჩვენ უნდა გვქონდეს ეფექტიანი ბიუროკრატია.
როცა ვამბობთ, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის შემდგომი ტალღა უნდა განხორციელდეს, ეს არ უნდა წარმოიდგინოს ხელისუფლებამ, როგორც ხელფასების ზრდის კომპონენტი, რეალური რეფორმის შინაარსი უნდა იყოს ის, რომ აქცენტი გაკეთდეს ოპტიმიზაციის წყაროებზე, რა ფორმით ხდება ოტპიმიზაცია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა