მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 8,563 მოქალაქე, ადგილზე დაეხმარნენ უცხოეთში მყოფ 17,072 პირს

5ea9580d9bbe2
ინგა მურუსიძე
29.04.20 14:32
621
29 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,563, - ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც bm.ge-ს უწყებიდან აცნობეს, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე.

აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/CoVID-19-mfa-stats.aspx

შეგახსენებთ, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:
30 აპრილი - მადრიდი-თბილისი
1 მაისი - ვენა-თბილისი
2 მაისი - პრაღა-ბათუმი
5 მაისი - ათენი-თბილისი
7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი - ბერლინი-თბილისი