მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის კუთვნილმა სასტუმრო "ლიკანმა" 2018 წელი 4.5 მილიონის ზარალით დაასრულა

5daf14f79df7b
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 18:40
3089
საპარტნიორო ფონდს სასტუმრო “ბორჯომი ლიკანის” ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წელი კომპანიამ 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს სასტუმროში ოთახების საშუალო წლიური დატვირთვის მაჩვენებელი 53%-მდე შემცირდა, შემოსავალმა კი, 11 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები იყო. 

სასტუმროს სახელფასო ხარჯი - 3.7 მილიონი, ცვეთის ხარჯი - 2.3 მილიონი ლარი, საგადასახადო ხარჯი - 549,000 ლარი, ხოლო სხვა საოპერაციო ხარჯი კი, 4.6 მილიონი იყო.

როგორც ცნობილია, მთავრობა სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის” პრივატიზებას განიხილავს. აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, სასტუმროს აქტივების ღირებულება 61 მილიონ ლარს შეადგენს. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს. 

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ სასტუმროს გასხვისებაზე აქტიურად მუშაობენ და მისი საინვესტიციო პაკეტი ინვესტორებს უკვე წარუდგინეს.

bm.ge-ის ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყისი ფასი 38 მლნ დოლარია. გარდა ამისა, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ფონდი მზადაა, დაინტერესებულ პირს სასტუმრო 10 წლით მართვის უფლებით გადასცეს - წელიწადში დაახლოებით, 3 მლნ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე - გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.