მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა -რადიო თავისუფლება

5e9570d937169
ინგა მურუსიძე
14.04.20 12:12
2454
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ადასტურებს, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

კითხვაზე, აღნიშნული სასულიერო პირი მონაწილეობდა თუ არა კვირას, ბზობის წირვაშიც, ჯაღმაიძე ასე პასუხობს: "რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა მსახურებაში".

შეგახსენებთ: ბოჭორიშვილის კლინიკამ დღეს, 14 აპრილს დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.

წყარო : რადიო თავისუფლება