26.იანვარი .2022 17:35

საპენსიო სააგენტოს აქტივების ზომა 2022 წლის ბოლოსთვის 3 მლრდ ლარამდე გაიზრდება

 საპენსიო სააგენტოს აქტივების ზომა 2022 წლის ბოლოსთვის 3 მლრდ ლარამდე გაიზრდება
views 917
უკან

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 2022 ბოლოსთვის 3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.

„დღეს მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობა 2 მილიარდ ლარს გასცდა და ჩვენი მოლოდიანია, რომ 2022 წლის ბოლოსკენ იგი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდება. ეს მოხდება საპენსიო კონტრიბუციების და საინვესტიციო ამონაგების ხარჯზე. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ 20%-იანი ლიმიტის გამოყენებას, რომ პორტფელის 20%-მდე ინვესტირება დავიწყოთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში, ხოლო პორტფელის 80%-ს შევინარჩუნებთ საქართველოში. ჩემი მოლოდიანია, რომ წლის ბოლოსკენ გვექნება შემდეგი ჩაშლა საინვესტიციო პორტფელის - 20%-მდე ინვესტირებული გლობალურად, ხოლო საქართველოში ინვესტირებულ 80%-ში გვექნება ისევ საბანკო პროდუქტები, სახაზინო ვალდებულებები და ქართული კორპორაციული ობლიგაციები, იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელის ემისიები მოხდა ბაზარზე“, - აღნიშნავს გოგა მელიქიძე.

„საქართველოს საპენსიო სააგენტო“ 20%-იანი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში, საშუალოვადიან პერპექტივაში, გლობალურ ფასიან ქაღალდებში განახორციელებს ინვესტირებას. ის ინდექსი, სადაც სააგენტო განახორციელებს ინვესტირებას, არის მორგან სტენლის მსოფლიო ინდექსი (MSCI World Index), რომელშიც 23 განვითარებული ეკონომიკა შედის. ინდექსში 70%-მდე ამერიკის წილია და 1,546 კომპანიას მოიცავს, როგორებიცაა: Facebook, Google, Amazon, MiscroSoft, UnitedHealtcareGroup და სხვები.

„ამ ეტაპზე ჩვენი ინვესტირება პასიური ინდექს ინვესტირება იქნება. შევარჩიეთ ფონდი, რომელიც შეიძენს კორპორაციულ აქციებს, ეს არის „iShares MSCI World ETF“, მას „BlackRock“-ი მართავს. ამ ფონდით ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები, გარდა იმისა, რომ მათი დანაზოგების 100% საქართველოშია ინვესტირებული, ნელ-ნელა დაიწყებენ დანაზოგების ინვესტირებას გლობალურად", - აღნიშნავს სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 2,046,000,000 ლარს მიაღწია. საპენსიო ფონდის მიერ საქმიანობის დაწყებიდან 3 წლისა და 1 თვის განმავლობაში ფონდმა მის მონაწილეებს მოგების სახით მოუტანა 280 მილიონი ლარი. საპენსიო ფონდის საინვესტიციო ამონაგები მისი დაარსების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე შეადგენს 32%-ს, ხოლო მიმდინარე წლიური მომგებიანობა არის 11.7%. ამ ეტაპისთვის საპენსიო ფონდში გაწევრიანებულია 1.2 მილიონ ადამიანზე მეტი. ამჟამად საპენსიო დანაზოგები სრულად განთავსებულია ლარში და ქართულ კომერციულ ბანკებში (9 ბანკში), საიდანაც 65% არის განთავსებული ფიქსირებული შემოსავლის მქონი საბანკო საინვესტიციო პროდუქტებში, ხოლო 35% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა