მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპრივატიზაციო ობიექტებზე მთავრობა 50%-იან ფასდაკლებას აცხადებს

608acbb7a0241
BM.GE
29.04.21 19:05
2676
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აგრძელებს ბიზნესისთვის საპრივატიზაციო ობიექტების შეთავაზებას და მორიგ ჯერზე გასაყიდად 150-ზე მეტი ობიექტი გამოაქვს. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია როგორც ძველი, ასევე ახალი შეთავაზებები.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასაყიდ ობიექტთა შორის 58 უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

“პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები. სააგენტომ ბიზნესსექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/32WNZ5d