მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ხვალიდან კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო რეგულაციებს აწესებს

61a246d4b2c11
BM.GE
27.11.21 18:51
3803
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

მთავრობის ინფორმაციით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

სამხრეთ აფრიკა

ბოცვანა

ზიმბაბვე

ნამიბია

ლესოტო

ესვატინი (სვაზილენდი)

მოზამბიკი

მალავი


14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.