მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

61a5d72f14c3d
BM.GE
30.11.21 12:49
592
2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 50%-ით გაიზარდა.

უწყების ცნობი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,977 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.