12.სექტემბერი .2019 11:02

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პოზიცია მეთორმეტე ადგილამდე გაიუმჯობესა

views 445
უკან

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასახვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული. ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება, თითოეულ მათგანში ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე ენიჭებათ. ჯამურად საქართველოს ქულა 7.94-ს შეადგენს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 0.06 ქულით მეტია, აღნიშნული გაუმჯობესება იმის საფუძველი გახდა, რომ სიაში საქართველოს ერთი საფეხურით წინ წაენაცვლებინა.

ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები და წინა წელს გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან სხვაობა ასეთია:

მთავრობის ზომა - 7.58 ქულა, გაუმჯობესება 0.08 ქულა;
სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება - 6.34 ქულა, გაუმჯობესება 0.04 ქულა;
მყარი ფული - 8.89 ქულა, გაუარესება 0.05 ქულა;
საერთაშორისო ვაჭრობა - 8.74 ქულა, გაუმჯობესება 0.18 ქულა;
რეგულაციების ზომა - 8.15 ქულა, გაუმჯობესება 0.05 ქულა.

ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ინდექსი 2017 წლის მაჩვენებელს ზომავს, შესაბამისად 2018-2019 წლებში მომხდარი საკანონდებლო და რეგულატორული ცვლილებები აღნიშნულ ინდექსში 2020 და 2021 წლებში აისახება.

წლების მიხედვით საქართველოს მიერ მიღებული ჯამური ქულა და პოზიცია ასე იცვლებოდა:



საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში - "საქმიანი დილია"



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა