მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა გახდეს სავაჭრო ჰაბი“-ბოჭორიშვილი

5edba082f0e22
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 18:22
1051
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი პანდემიის პირობებში საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს უჩნდება შანსი ლოგისტიკური კომპანიები დააინტერესოს და გახდეს სავაჭრო ჰაბი, საიდანაც მოხდება მიწოდება კავკასიაში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

„მსოფლიოში ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. იგივე წარმოების და მიწოდების ჯაჭვის კუთხით დიდი ცვლილებები იგეგემება. თუ აქამდე უფრო გლობალური ჰაბიდან ხდებოდა მოწოდება პროდუქტების, ახლა ხდება გადათამაშება და უფრო რეგიონალური ჰაბები განვითარდება.

შესაბამისად საქართველოს აქვს აქ ძალიან დიდი პერსპექტივა და ვთვლი, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში და ერთობლივი ქმედებების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები დავაინტერესოთ ინვესტორები, ლოგისტიკური კომპანიები და საქართველოს გაუჩნდეს რეალურად შანსი, რომ გახდეს სავაჭრო ჰაბი და აქედან მოხდეს დისტრიბუცია და მიწოდება იგივე კავკასიაში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე მეოპრე ეტაპი იქნება წარმოებების დაინტერესება, რადგან ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები და ამ რეჟიმების გამოყენება მნიშვნელოვანია.

ისევ და ისევ, მარტო სავაჭრო რეჟიმები რომ საკმარისი არ არის გამოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო რეჟიმები და დიდი სტიმული ვერ ვნახეთ, შესაბამისად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა რაც მნიშვნელოვანია. აქაა როგორც რკინიგზა, ასევე გზა, აეროპორტი, მნიშვნელოვანია კარგი რეგულაციები და ასევე იქითკენ მივდივართ, რომ კვალიფიციური მუშახელი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მნიშვნელოვანია ასევე ენერგოუსაფრთხოება. საწარმოების 80% თითქმის ავტომატიზაციაზე გადადის და მათთვის მდგრადი ენერგიის მიწოდება ერთ-ერთი წინაპირობაა. მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, რათა შევძლოთ ხარისხიანი ინვესტორის შემოდინება ქვეყანაში“-აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.