მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO შეიქმნა

5d88cbd9915c3
თელარა გელანტია
23.09.19 17:50
1434
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის.

როგორც bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას.

OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

„მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

OPTIMO მინიმალური დანახარჯებით, ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციას და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან.

OPTIMO-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.optimo.ge