მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული - საპატრულო

60796499b83d2
ინგა მურუსიძე
16.04.21 14:17
1177
ავლაბარში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ავლაბარში განაცხადა, სადაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.

„ბანკში შეიჭრა ერთი თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა მძევალი ზიანის გარეშე გავათავისუფლეთ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ის არ აკონკრეტებს, თუ რას ითხოვდა თავდამსხმელი და რამდენი მოქალაქე ჰყავდა მძევლად აყვანილი.