მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბიზნესკლიმატი სერიოზული რისკის ქვეშ დადგა”- ხიშტოვანი

640b0e866f772
ანუკა ჯოხაძე
10.03.23 20:30
1127

საქსტატმა 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს FDI-მ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

როგორც pmcg-ის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში სახელწმიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.

მისი თქმით, ამ მიზეზით 2023 წელს FDI-ის ისეთივე მაჩვენებელზე შენარჩუნება რთული იქნება. ხიშტოვანი აცხადებს, რომ აუცილებელია ინვესტორებთან კომუნიკაცია, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

“დიდწილად რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება იმით, რომ საბანკო სექტორმა რეინვესტირება მოახდინა თავისი ბონდების კომპანიებში. საქართველოს ბიზნესკლიმატი სერიოზული რისკის ქვეშ დადგა არსებული მოვლენების საფუძველზე.

2022 წლის შედეგები პოზიტიურია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რისკები არის გაზრდილი და საინვესტიციო კლიმატს არ გავუფრთხილდებით 2023 წელს მაღალი ალბათობით შეუძლებელი იქნება ასეთივე შედეგის გამეორება,”- ამბობს PMCG-ის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი.