მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს - ზურაბ ლალაზაშვილი

648229d5e89a8
ალა ისპირიანი
08.06.23 23:15
477
BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა BMGVT-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს, რომ თითქოს საქართველო გარკვეულწილად „რუსეთისკენ მიტრიალდა“, რაც ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის.

„ზოგადად რაც ქვეყანაში ხდება დამოკიდებულია იამზე, რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას. საბოლოოდ კარგზეც და ცუდზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. როდესაც ვამბობთ, მოსახლეობისთვის მისაღებია და ხელისუფლება იმაზე მუშაობს, რომ 1 წელში მაღალი ეკონომიკური ზრდა, რუსეთიდან ბევრი ტურისტი და ბევრი ფული მივიღეთ, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ, ეს კარგი იქნება თუ არა ქვეყნისთვის. ეს არის გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.

რაც შეეხება ამ საკითხში ბიზნესის პასუხისმგებლობას, იგი ამბობს, რომ ბიზნესმა თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს, როგორ იმოქმედოს. თუმცა საყურადღებოა მისი მოსაზრება ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე, რისთვისაც მისი მოსაზრებით საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანობაა საჭირო.

„გრძელვადიანად საქართველოს ძლიერი ინსტიტუტები სჭირდება. როდესაც რუსეთში იოლია ბიზნესისთვის პროდუქციის გატანა, მაგრამ არ არის იოლი ევროპაში გატანა ეს ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანი არა ხარ. საქართველო მაშინ იქნება ძლიერი თუ შეძლებს საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი პროდუქციის და მომსახურების წარმოებას. საქართველოში ისეთი გარემო, ინფრასტრუქტურა უნდა შეიქნას, რომ ასეთი ბიზნესები გაჩნდნენ. ეს იქნება მყარი ფუნდამენტი, რომელიც გარე ფაქტორებზე არ იქნება დამოკიდებული და მოწყვლადი არ იქნება. ეს მიიღწევა დასავლურ ბაზრებთან ურთიერთით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ სახელმწიფო ქართველ მეწარმეებს ახალი ბაზრების ათვისებაში უნდა დაეხმაროს.