ეკონომისტების 83% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ
PMC კვლევითი ცენტრის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის I კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული.
აღსანიშნია, რომ კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, რომელშიც 60 ეკონომისტი მონაწილეობდა, ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასეს.
გამოკითხულთა უმრავლესობამ - 44%-მა საქართველოს ეკონომიკისთვის უნარების შეუსაბამობა ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა. საერთო ჯამში, ეკონომისტების 83% ფიქრობს, რომ უნარების შეუსაბამობა ამჟამად ძალიან მაღალ ან მაღალ საფრთხეს ეკონომიკისთვის წარმოადგენს.
ეკონომისტების თითქმის 83% რუსეთის ომს უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ მიიჩნევს. ამასთან, ეკონომისტების უმეტესობა - 61% გაცვლითი კურსის
მერყეობას ზომიერ საფრთხედ მიიჩნევს;
განსხვავებული მოსაზრებები აღინიშნება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მაღალი იმიგრაციის შესახებ 50% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხეა, ხოლო 50% თვლის, რომ დაბალი ან ზომიერი საფრთხეა;
ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომისტები საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ.
გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია, თუმცა მოლოდინი ოდნავ გაუმჯობესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ და 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებითსაგრძნობლად გაუმჯობესდა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი