01.მაისი .2020 14:31

საქართველოს მოსახლეობის 11.9% საარსებო შემწეობის ბენეფიციარია - საქსტატი

views 661
უკან

საქართველოში 441,448 ადამიანი არის სხვადასხვა კატეგორიის სახელმწიფო შემწეობის ბენეფიციარი. ეს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის (საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2019 წელი) მიხედვით, მოსახლეობის 11.9%-ს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 20.1%-ია, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური დაცვის სისტემა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემწეობით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს.

წლების მიხედვით, სოციალური შემწოების ბენეფიციართა რაოდენობა ასე იცვლებოდა:

2012 - 435 961 ადამიანი;
2013 - 437 238 ადამიანი;
2014 - 432 487 ადამიანი;
2015 - 376 776 ადამიანი;
2016 - 459 619 ადამიანი;
2017 - 450 423 ადამიანი;
2018 - 438 543 ადამიანი;
2019 - 441 448 ადამიანი;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა