მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში არათუ ინვესტირება, დასვენებაც არავის მოუნდება - ზვიად ხორგუაშვილი

60ec65e81585f
ელენე გოგბერაშვილი
12.07.21 23:37
1217
„საქართველოსნაირ ქვეყანაში ინვესტორს რატომ უნდა მოუნდეს ჩამოსვლა?! არანაირი სტიმული არ არის, რომ ვიღაც დაინტერესდეს და აქ ფული ჩადოს“ - ამის შესახებ ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა ძალადობა თვით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული, ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს დიპლომატიური წარმომადგენლობების მხრიდან.

„ინვესტიციები თუ შემოდის, მხოლოდ ოფშორებიდან და ძირითადად მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესისგან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამავე დროს, რომ გარბიან ბიზნესმენები, მაგალითია ანაკლიის პორტი, როდესაც ინვესტორები პირდაპირ გააქციეს და ეს პირდაპირ დასავლური ინვესტიციები იყო. ვხედავთ იმას, რომ გარდა ამ ყველაფრისა, ხელისუფლება ახალისებს ჯგუფებს, რომელიც არის ანტიდასავლური ანუ, როცა ინვესტორი ხედავს რა ხდება ქვეყანაში, როცა ევროკავშირის დროშას ხსნიან, ხევენ, წვავენ და დასდევენ ადამიანებს, რომელთაც არ აცვია შავი მაისური და წვერი არ აქვს, რა თქმა უნდა, აქ არათუ ინვესტირება, დასვენებაც არავის მოუნდება.

აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში გამკაცრდება დიპლომატიური კორპუსის ტონი და შეიძლება წამოიჭრას სანქციების საკითხიც. შეიძლება ბოლო 9 წლის მანძილზე პირველად ალაპარაკდეს და დიდი ალბათობით ალაპარაკდება დიპლომატიური კორპუსი რეჟიმის ცვლილებაზე, როგორც ეს 2012 წელს ვიხილეთ. ვხედავთ, ამ ეტაპზე დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას საერთაშორისო მხარდაჭერა“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.