მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

6211e9921d750
თამთა ჯიჯავაძე
20.02.22 11:09
620
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.

კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.7%.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.