მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში საწვავი გაძვირდა“

5f5a329d004ed
თამუნა ქემერტელიძე, ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.20 18:05
1637
„საქართველოში საწვავი გაძვირდა“, - ამის შესახებ BM.GE-ის ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავზე ფასების მატება განსხვავებულია.

„ბოლო ორი თვის ჭრილში არაბრენდირებულ სადგურებზე ფასი საშუალოდ 45 თეთრითაა გაზრდილი, ხოლო ბრენდირებულზე 25-30 თეთრით, რისი მიზეზიც საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდაა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე არაბრენდირებული ავტოსადგურების ქსელ „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელს დაუკავშირდა.

„გასულ კვირასთან შედარებით საწვავზე ფასები არ არის გაზრდილი, ხოლო გასულ თვესთან შედარებით ფასები 10-15 თეთრით გაიზარდა.
1 კვირის წინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მზარდი იყო, ხოლო მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასების კლება შეინიშნება, რაც არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ძალიან მალე აისახება ხოლმე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასები ერთ კვირაში ან 10 დღეში შესაძლოა შემცირდეს, თუ რა თქმა უნდა ლარი არ გაუფასურდება“, - განაცხადა „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა.