2023 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმი ბაზარზე სტანდარტიზებული ე.წ სადა შეფუთვით უნდა განთავსდეს. შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტზე ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობა უკვე დაასრულა.
ტექნიკური რეგლამენტით მთავრობა განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს თამბაქოს ნაწარმის ან შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა, თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი, სიტყვები და ნიშნები, რომელიც მასზე იქნება დატანილი. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული ცვლილებებით თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებას და შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილების შემჩნევადობას და მისი ეფექტიანობის გაძლიერებას ცდილობენ.
სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროს კარგად იცნობენ, აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები თამბაქოს მოხმარების შემცირებას არ იწვევს და ამაზე მეტყველებს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც ანალოგიური სტანდარტული შეფუთვები შემოიღეს.
„პირველად ამ რეგულაციასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო ავსტრალიაში. ამ რეგულაციამ იქ არ იმუშავა. საუბარია იმაზე, რომ ბრენდირება არ იყოს დატანილი კოლოფებზე, არ იყოს გამოყენებული სავაჭრო ნიშანი, იყოს მხოლოდ სადა, კონკრეტული ფერის და კონკრეტული ფონტით დაწერილი წარწერა. ამან არ იმუშავა, პირიქით ამან უკუშედეგი მისცა ავსტრალიას და მათ შორის სხვა ქვეყნებსაც. პირდაპირპროპორციულად ზრდის ეს არალეგალურ ვაჭრობას, კრიმინალის მატებასთან არის პირდაპირპროპორციული. შედეგი ჰქონდა მხოლოდ 2-3 თვე და ის გაყიდვები უკან დაბრუნდა.
ამან გამოიწვია არალეგალური ვაჭრობა და ჩრდილოვანი ეკონომიკა და მთელი რიგი გადასახადები აქციზის და დღგ-ს სახით შეუმცირდათ და ეს გადავიდა ჩრდილოვან სექტორში. იგივე მოხდება, რა თქმა უნდა, აქაც.
ამ რეგულაციის კიდევ უფრო გადადების მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს, რადგან არ არის ახლა მზად ამისთვის ბიზნესი. ამავე დროს სახელმწიფო რამდენად მზად არის, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა დააწვება ფინანსურ პოლიციას და საბაჟოს და მეტი ტექნიკური საშუალებები დასჭირდებათ არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან მსგავსი რეგულაცია არ არის არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში არც რუსეთში. მათი პროდუქტი შემოვა აქ“-აცხადებს ექსპერტი ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე.
მისი თქმით, ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად თამბაქოს ინდუსტრიას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან დაანონსებული ცვლილებები მათ ტექნიკურ გადაიარაღებას ითვალისწინებს.
„ბიზნესს გადაწყობა დასჭირდება და არამარტო. მაგალითად ზოგიერთი კომპანია, მაგალითად JTI და "ფილიპ მორისი" მეტნაკლებად მომზადებულები ხვდებიან ამას, მაგრამ მომზადებულები არიან კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან მათ აქვთ თაროები, რომელიც ავტომატურად იხურება, თუმცა რა პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს ეს თარო ღია, საერთოდ ვიზუალურად უნდა ხედავდეს თუ არა ამას მომხმარებელი, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, როგორც კითხვის ნიშნის ქვეშ არის კოლოფის შეფუთვა და შეფუთვის სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 6-9 თვემდე სჭირდებათ, რომ სტანდარტული მექანიზმები შეიძინონ კოლოფის შესაბამისად მოსამზადებლად. ეს მთელ როგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე მთელ რიგ მაღაზიებთან ალბათ აღარ გააგრძელებენ საქმიანობას, რადგან ვერ შეძლებენ მათ აღჭურვას შესაბამისად“-აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.
თავად ცვლილებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ თამბაქოს კონტროლის მიზნით მიმართული ღონისძიებები მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს თუ მოვიშველიებთ, ბოლო 5 წელიწადში თამბაქოს მოხმარება 3%-ით შემირდა. კერძოდ თუ 2016 წლის მდგომარეობით მწეველების რიცხვი 31%-იყო, 2020 წელს 28%-მდე დაიკლო, განსაკუთრებით კი მამაკაცებსა და მოზარდებში.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო