მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირის" დირექტორის განცხადებით, კომპანიის მიზანი შახტების დახურვა არ არის

5d8b3087970f4
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 13:45
1030

„შახტების დახურვა რომ ყოფილიყო მიზანი, ერთი წელი  არ გავაგრძელებდით ხელფასების გაცემას და მისი დახურვა ამ დრომდე მოხდებოდა", - განაცხადა „საქნახშირის“ დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

საქმე იმაშია, რომ გასული წლის ივლისიდან შახტებში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. 


მისივე თქმით, 13 თვის განმავლობაში კომპანიას რამდენიმე ქვეყნიდან ექსპერტების ჯგუფი ჰყავდა ჩამოყვანილი.

„ჩამოსულები იყვნენ გერმანელი, ჩინელი და უკრაინელი ექსპერტები. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში კომპანია ხარჯებს ეწევა, აქედან გამომდინარე, არც სახელმწიფო, არც კომპანია და არც კოლექტივი იმის მომხრე არ არის, რომ შახტები დაიხუროს, ამის შიში ტყუილად აქვთ", - აღნიშნა ჯაყელმა.

ცნობისთვის, ტყიბულში გუშინ დილიდან 15-მდე მეშახტე „მინდელისა“ და „ძიძიგურის“ სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებენ, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ.

დღეს დილიდან კი, 15 მეშახტეს 25 დაემატა და ჯამში, 40 მეშახტე ორივე შახტში გადანაწილდა; მათ შიმშილობა დაიწყეს და ადგილზე პრემიერის ჩასვლას ითხოვენ.