მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფოს არ შეუქმნია არანაირი მოლოდინი, წელს კურორტები ღია იქნება თუ არა" - მაია სიდამონიძე

61ac4ff9e2214
მარიამ ადამია
05.12.21 13:45
786
“პროთრეველ ჯორჯია”-ს მმართველი პარტნიორის, მაია სიდამონიძის თქმით, პანდემიამდე, თუკი სასტუმროებმა ჯავშნების წინასწარი სამთვიანი სტატისტიკა იცოდა, ახლა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან 2-3 დღით ადრე იჯავშნება ნომრები. ამიტომაც, მისივე თქმით, რთულია ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბარი, თანაც ისეთ არაპროგნოზირებად გარემოში, როგორიც დღეს არის.

“სახელმწიფოს არ შეუქმნია არანაირი მოლოდინი, კურორტები ღია იქნება თუ არა. ან როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა ტიპის შეზღუდვებს გვიწესებს, როდის გაიხსნება. ფაქტობრივად მოვიდა ზამთარი და კერძო სექტორი ისევ არ არის ინფორმირებული, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ოპერირება. არადა მნიშვნელოვანია დროულად გავცეთ პასუხი დაინტერესებულ ტურისტებს, თუ რა დახვდებათ ქვეყანაში, მაგრამ წელსაც არ გვაქვს პასუხები, რაც ავტომატურად დაკარგულ ტურისტებს ნიშნავს,” - განაცხადა მაია სიდამონიძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.

გარდა ამისა, “პროთრეველ ჯორჯია”-ს მმართველი პარტნიორი, მთავარ პრობლემებს შორის, ვაქცინაციის პროცესების დაგვიანებასა და საჯარო სექტორის მხრიდან, კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს.

“ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან პრობლემა არის კომუნიკაცია და მოლოდინების არასწორი მენეჯმენტი. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ 1-2 დღით ადრე გაფრთხილებული კერძო სექტორი და ამოქმედებული შეზღუდვები და რეალურად დღემდე იგივე ხდება. არადა, დღეს შეზღუდვებსა და ჩაკეტვებზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ. მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩვენ, საზოგადოება მივალთ იმ ცნობიერებამდე, რომ აცრა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან კი ყველაფერი დაგვიანებულია,” - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.