მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელწიფოს მიერ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია არაა საკმარისი" - მინისტრი

5e4a83b668e9c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.20 18:26
1004
"ბერლინში 2022 წელს, ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც თემასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრმა იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს მასპინძელი ქვეყანა გამხდარიყო. მისი თქმით, სახელწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია არ არის საკმარისი იმისთვის რომ დარგმა მოთხოვნას უპასუხოს.

„პირველ რიგში, ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს მაღალი წოდება დამატებით პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, მათ შორის ხელისუფლებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით და მას კიდევ უფრო თანამდროვეს გახდის.

ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კონკურსში გამარჯვებას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქვეყნის ლიბერალური, „ღია ცის პრინციპი“ და სწორი მარკეტინგული პოზიციონირებაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა.