მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოება და ბანკები": მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო

5df0aa85677c1
თელარა გელანტია
11.12.19 12:35
934
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, რამდენადაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ის განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მანამ, სანამ ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი არ მოიხსნებოდა.

„მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის გამყარებისა, გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე კვლავ რჩება და ნოემბრის ინფლაცია 7%-ია. (ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). მიუხედავად საგარეო ფაქტორების დადებითი დინამიკისა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ინვესტიციები), ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე”, - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.

შეგახსენებთ: რამდენიმე საათის წინ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროენტული პუნქტით 9%-მდე ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს 9%-ზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2008 წელს ჰქონდა