მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატში გაკეთებული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა - პრემიერი

605c783d1324a
ინგა მურუსიძე
25.03.21 15:44
560
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სენატში გაკეთებული განცხადებებით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს სენატში, საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის კომენტირებისას განუცხადა.

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და დასრულდა აბსურდული ბრალდებები, ცილისწამებები, სპეკულაციები ნებისმიერ თემებზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციისგან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა მზად არის განახორციელოს საარჩევნო რეფორმა, მოემზადოს და განახორციელოს მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც აშშ-ის სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოითქვა.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონ ბორელის განცხადებებს და ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს იერიში ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე.

ოპოზიციას დარჩა დღეს ორი არჩევანი - მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში. დაასრულონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები და მეორე, თუ გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, არ გაემიჯნებიან სააკაშვილს რადიკალურ ქმედებებს, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, - აღნიშნა პრემიერმა.