“ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორის თქმით, სექტორს სასწრაფო დახმარება სჭირდება.
როგორც გიორგი მინდიაშვილი გადაცემა Forbes Health-ში განმარტავს, ჰოსპიტლებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში კოვიდმართვაში მონაწილეობდნენ, რეაბილიტაცია სჭირდებათ.
"5 სამუშაო დღით ადრე გაგვაგებინეს კონტრაქტების გაწყვეტის შესახებ. ეს მარტის დასაწყისში მოხდა. ამან კოვიდჰოსპიტლებს ძალიან დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. უფლება არ გაქვს თანამშრომელს ხელშეკრულება გაუწყვიტო 5 სამუშაო დღით ადრე შეტყობინებით, ამიტომ მათთვის ანაზღაურებების სრულად გადახდა მოგვიწია, მაშინ როცა ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდა.
კლინიკები, რომლებიც პანდემიამდე სრულად იყო დატვირთული (საუბარია 200-300 საწოლიან ჰოსპიტლებზე), იმ ნიშნულს რომ მიუახლოვდნენ, რაც პანდემიამდე იყო, 6-8 თვემდე დასჭირდება. ახლა ფაქტობრივად ნულზეა დარჩენილი და ხელახლა ოპერირება უნდა დაიწყოს. ამ 8 თვის განმავლობაში სრულად სუბსიდირება დასჭირდება და ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იქნება. კოვიდჰოსპიტლებს, რომლებიც სრულად იყვნენ კოვიდმართვაში ჩართული, დღეს ყველაზე მძიმე ფინანსური პერიოდი უდგათ", - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.
“ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორი რამდენიმე კონკრეტულ მიზეზს ასახელებს, თუ რამ გამოიწვია ჰოსპიტლების ფინანსური კრიზისი.
„ჰოსპიტლები 2 წელი კოვიდზე იყვნენ გადაწყობილები და მათ ახლა ნულიდან ოპერირების დაწყება უწევთ, რადგან ყველა სხვა სერვისი თავიდან არის ასაწყობი. მაგალითად, კარდიოქირურგია და ა.შ ნულიდან უნდა აეწყოს, თითქოს ახალი ჰოსპიტალი იხსნება, რომ მივიდეს იმ ნიშნულამდე, როგორც 2019 წლის ბოლოს იყო. პირობითად ბრუნვები რომ დაიწყოს, სახელმწიფო შესრულების თანხას 4 თვეში გადაიხდის, ხელფასების გადახდა უფრო დროულად უნდა მოხდეს, უფრო დროულად უნდა მოხდეს ხარჯების შესყიდვაც მაშინ, როდესაც შესრულების თანხას 4 თვეში მივიღებთ. რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რასაც ჩვენ შემთხვევაში ამის სუბსიდირებას დასჭირდება.
ასევე მძიმე სიტუაცია იმიტომაცაა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული 520-ე დადგენილების შემდეგ ეს მდგომარეობა გამწვავდა. სრულიად ზარალიანია ის ტარიფები, რაც მოქმედებს. ვასუბსიდირებდით აქციონერის კაპიტალით, ან ამბულატორიულ დიაგნოსტიკური სერვისებიდან. ამბულატორიულ დიაგნოსტიკური სერვისები მაღალ მარჟანი იყო და ასევე ბევრი იყო მათ შორის კოვიდის დროსაც. ეს ახლა რეალურად აღარ არის და სექტორი მხოლოდ საყოველთაოს ტარიფებთან დარჩა. მათ შორის 520-თან, რომელიც თავის თავში ზარალიანია. სექტორი დააყენებს საკითხს, რომ სანამ DRG-ზე და გრძელვადიან გეგმებზე ვისაუბრებთ დროულად, სექტორს სასწრაფო დახმარება სჭირდება ", - განაცხადა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი