„სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისივე განცხადებით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა და დაბალი ტემპერატურის დროს, სხვადასხვა დამწევი მედიკამენტის მიღება.
„როგორ წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა.
ასეთ დროს, შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ, თუნდაც, სატელეფონო კონსულტაცია. ოჯახის ექიმები მზად არიან, პაციენტთან ბინაზეც მივიდნენ. გასული 2 წლის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვქონდა რეკომენდაცია, სატელეფონო კონსულტაციები გაეცათ. ახლა კი, როცა ყველაზე დაბალია COVID-19-ის გავრცელება, ექიმი, შესაბამისი ეკიპირებითა და ნორმების დაცვით, მივა ბინაზე, შეაფასებს მდგომარეობას, გასცემს დანიშნულებას“, - ამბობს თამარ გაბუნია.
რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდში, მათ მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ძირითადი დაავადება, თანმხლებმა ვირუსებმა არ გაართულოს.
„ამასთან, ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - ამბობს თამარ გაბუნია.
მისივე განცხადებით, ვირუსების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რომელიც 6 თვის ასაკიდან, ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ დღეს, სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო 4- კომპონენტიანი ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი