მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლება ბევრს ერთი სული აქვს, მაგრამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომა არ განიხილება"

5e678547234c7
ინგა მურუსიძე
10.03.20 16:20
1683
"შეიძლება ბევრს ერთი სული აქვს, მაგრამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომა არ განიხილება" - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

ის ამბობს იმასაც, რომ  მისი თანამდებობიდან წასვლის სურვილი მათ შორის „ქართული ოცნების“ ბევრ წევრსაც შეიძლება ჰქონდეს.

„აბსოლუტურად არ განიხილება არც ერთ ინსტანციაში. ეს შეიძლება ბევრს უნდა და ბევრს ერთი სული აქვს. შეიძლება ამის სურვილი ყველას ჰქონდეს, მაგალითად დედაჩემს და ჩემს მეუღლეს. ყველა ხედავს, რომ 24 საათი სამსახურში ვარ და სამწუხაროდ, ჩემს შვილებთანაც არ მაქვს ურთიერთობა.

შეიძლება „ქართულ ოცნებაში“ იყოს ასეთი ადამიანი. რატომ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველას გულზე ვეხატები? მე მიმაჩნია, რომ იქ არის ბევრი ისეთი ადამიანი და ვინც სიტუაციას ვერ აფასებს სწორად და ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს გულზე. ეს ნორმალურია, ამიტომაც სჭირდება „ქართულ ოცნებას“ გადახალისება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ როცა ახალი საპარლამენტო სია იქნება, იგივე სია იყოს და იგივე მაჟორიტარები“, - განაცხადა დავით საგანელიძემ და დასძინა ისიც, რომ პარლამენტის წევრობას არ აპირებს.