მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება, ბიზნესისთვის ინვესტირება გამოწვევა იყოს“ - ნინო ზამბახიძე

6063223810415
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 09:00
735
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოებას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ შესაძლოა, ამ პერიოდში ბიზნესისთვის ინვესტირება გამოწვევა იყოს.

აღნიშნულის შესახებ ნინო ზამბახიძემ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდებათ და ისინი სახელმწიფო შეთავაზებით ისარგებლებენ.

„ბიზნესისთვის ინვესტიციების ახლა გაკეთება, ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ ამავდროულად ბიზნესს საშუალება ეძლევა, სახელმწიფოსგან შეისყიდოს აქტივები, რომელიც აქამდე სტაგნაციის მდგომარეობაში იყო. ეს ერთი მხრივ, კარგი იქნება, რადგან სახელმწიფო შემოსავლის აკუმულირებას მოახდენს, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესს თავისი საქმიანობის საშუალებას მისცემს. ამავდროულად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოტანა, ვინაიდან სასურსათო უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან აქტუალური თემაა. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს აქტივების ქონაზე, რადგან ის კარგი ინვესტორი ნამდვილად არაა და საშუალებას აძლევს მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებს მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ საქმიანობაში. ამდენად, ვფიქრობ, ბიზნესის მხრიდან ინტერესი იქნება, თუმცა ისეთი არა, როგორიც გასულ წლებში, როდესაც ჩვენ ადვოკატირებას ვუწევდით სახელმწიფოს, რომ აქტივები ღიად და საჯაროდ გამოეტანა.  არაერთი ბიზნესი ითხოვდა აქტივის შესყიდვას. ისეთი აქტიურობა ნამდვილად არ იქნება, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება და ისინი ინვესტიციის გაკეთებას შეძლებენ“, - აღნიშნა ზამბახიძემ.