25.თებერვალი .2020 14:28

შემოსავლების სამსახურმა 1,758 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 39 კგ უაქციზო თუთუნი ამოიღო

views 282
უკან

17-20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ზუგდიდში, ქფოთში, ასევე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1,758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39 კგ. და 400 გრამი უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმეთა მასალები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა