მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შენი სახლი სამგორში“ – ქართულ-ესტონური ინვესტიციით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

5f295ab5f0c48
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 20:40
7135
ქართულ-ესტონური ინვესტიციით სამგორის მეტროს მიმდებარედ, ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „არსი“-მ საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი სამგორში“ მშენებლობა დაიწყო.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მშენებლთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, პროექტზე მუშაობა პარტნიორებთან ერთად 1 წელია მიმდინარეობს, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსის განხორციელება კომპანიამ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.

მისივე თქმით, ინვესტიციის მოცულობა პარტნიორებზე თანაბრად ნაწილდება.

„პროექტის ღირებულება დაახლოებით ჯამში 100 მლნ ლარი იქნება, რაც ჩვენი და ესტონელი პარტნიორების ინვესტიციით განხორციელდება.

ახალი მშენებლობა სამგორში კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების „შენი სახლი ჯიქიაზე“ და „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ კონცეფციის ანალოგიური იქნება. საცხოვრებელი კომპლექსი 3 ჰექტარზე იქნება განთავსებული, რაც მოიცავს გამწვანებულ ზონებს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს.

მთლიანად პროექტის სრულად დასრულებას 4-5 წელი დასჭირდება. თუმცა პროექტი ისეა დაგეგმილი, რომ ერთი სახლის სამშენებლო სამუშაობის დასრულების შემდეგ ამ სახლის მაცხოვრებლებს სხვა სახლების მშენებლობით დისკოფორტი არ შეექმნებათ. ეს იქნება 2 სადარბაზოიანი 8-9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები, რომლის პირველ სართულზე განთავსებული იქნება კომერციული ფართები“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მისი თქმით, ბინების გაყიდვა 2020 წლის ბოლოსთვის დაიწყება.