მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა, დეკემბერში მონეტარული პოლიტიკა 0.5-0.75 პროცენტული პუნქტის ფარგლებში შერბილდეს“

5f69be1b4c9ac
ლიკა გურაბანიძე
22.09.20 12:50
625

"Galt&Taggart-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას ელოდა, თუმცა წლის ბოლომდე განაკვეთის შემცირების მოლოდინი აქვს", - განაცხადა საინვეტიციო ბანკის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში”.

“მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8.0%-ზე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზები იყო ის, რომ სავალუტო ბაზარზე მერყეობა გაზრდილია და ასევე, მიწოდების მხარესაც არის პოტენციური შოკები, რაც სავარაუდოდ, იმ მოლოდინს უკავშირდება, რომ შესაძლოა ნავთობზე ფასი გაიზარდაოს.


აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობდით, რომ სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთის გადახედვა არ მოხდებოდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ არის შესაძლებლობა, წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდეს. ჩვენი პროგნოზით, შესაძლებელია დეკემბერში მონეტარული პოლიტიკა 0.5%-0.75% პუნქტის ფარგლებში შერბილდეს”, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.