მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, პარლამენტმა კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და დაამტკიცოს

5e620fb3a1df3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 12:55
997
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში კანონპროექტების ონლაინ განხილვისა და ასევე ონლაინ კენჭისრის ინიციატივით დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს ინიციატივა მან ერთი წლის წინაც წამოაყენა, თუმცა დღევანდელი მდგომაროებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თუ საჭირო გახდა ეს ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ.

„ერთი წლის წინ ,როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში და პარლამენტისთვის ელექტრონული პროცედურის განხილვის და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა რეგლამენტში.

დღეს, მინდა კვლავ დავუბრუნდე ამ საკითხს და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა პარლამენტისთვის, ახალ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, პარლამენტისთვის ისეთი ფუნქციის მინიჭების, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონული პროცედურით განხილვის და გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.

ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს და მინდა მივმართო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე იმსჯელონ, დროულად მოვამზადოთ და თუ საჭიროა დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ ეს ინიციატივა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.