მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუწყდება თუ არა ხვალიდან რიგ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს დაფინანსება? - მინისტრის პასუხი

5eaab2661764c
ინგა მურუსიძე
30.04.20 15:18
1457
520-ე დადგენილების  თანახმად, ხვალიდან, 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებს და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-სზე ნაკლებია.
როგორც „ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, ეს ბევრ ამბულატორიას და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემა შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ  "უწყება დადგენილებას მიჰყვება, თუმცა საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს საღამოს იქნება მიღებული".

„ჩვენ მივყვებით დადგენილებას, თუმცა დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკავშირებით, სადაც დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და მათთან, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებიდან და ბენეფიციარებიდან გამომდინარე, რაოდენობა ვერ აღწევს 13 000-სს, გამომდინარე იქიდან, თუ სად არის ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული. ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები, თუმცა სხვა დაწესებულებები, რომლებიც წარმოადგენენ არა სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ესთეტიკურ ცენტრებს და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება პერსონალური განხილვები, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მინიმალური“, - განაცხადა ტიკარაძემ.