მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური აუცრელი მოქალაქეების covid-მკურნალობის ხარჯებს აღარ დაფარავს

618a883f90391
ნათია თაქთაქიშვილი
09.11.21 19:20
733
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მთავრობა აუცრელი მოქალეების კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს აღარ დაფარავს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სინგაპურის მთავრობის გადაწყვეტილება 8 დეკემბრიდან შევა ძალაში და იმ მოქალაქეებს მოუწევთ მკურნალობის ხარჯების თავად დაფარვა, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის;

თუმცა ახალი რეგულაცია არ შეეხება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს და პირებს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს.

აღსანიშნია, რომ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორნავირუსით ინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში, დაახლოებით, 280 საწოლიდან 134 კოვიდით ინფიცირებულ აუცრელ პაციენტებზე მოდის.