მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება, ხოლო აცრა - მაისის დასაწყისში

60796d1cd6786
ინგა მურუსიძე
16.04.21 15:00
4305
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრა საქართველოში, სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება. განცხადება იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას განცხადებით, საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლოაბში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაციის დანერგვას, ხოლო „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება.

"მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, ქვეყანაში დაიწყება ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში. ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ იწყება „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. გაბუნიას თქმით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება. გაბუნიას განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინის ადმინისტრირება მაისის დასაწყისიდან დაიწყება.

„ჯანმო თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის საკითხს, რა თქმა უნდა კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება, თუმცა დღეის მდგომარეობით, „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მლნ-ზე მეტი დოზა არის გაკეთებული. ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ის, რომ დღეისთვის მხოლოდ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ცალსახად აყენებს აუცილებლობას, რომ დავიწყოთ პროცესი და არ დავკარგოთ დრო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს ვაქცინაციის დაწყების მოსამზადებელი პროცესი.