მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ მოგზაურებს ბევრი ქვეყანა იღებს - გაბუნია

60e6b0dd49bdc
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 12:20
10246
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნების დიდ ნაწილში, ჩინური წარმოების ვაქცინები მაღალეფექტიანობის გამო, სხვა წარმოების ვაქცინებთან არის გათანაბრებული, ამიტომ მოგზაურობისა და ვაქცინაციის მსურველები ამ ვაქცინებით აცრისგან თავს არ უნდა იკავებდნენ.

ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სინოფარმი", "სინოვაკი", "ასტრაზენეკა" - ყველა მაღალეფექტიანი ვაქცინაა. რაც შეეხება მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ყველა ქვეყანა იღებს ვაქცინაციის სერტიფიკატს იმ ვაქცინების შემთხვევაში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. სრული ჩამონათვალი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა შეზღუდვის გარეშე განიხილავს "ფაიზერს", "ასტრაზენეკას", "სინოფაარმს", "სინოვაკს", "მოდერნას", "ჯონსონ ენდ ჯონსონს" და ნებისმიერ სხვა ვაქცინას, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინებთან მიმართებით მეტად შეზღუდულ მოთხოვნებს აწესებენ, თუმცა ბევრი ქვეყანა იღებს ამ ვაქცინებით აცრილებს. ასე რომ, მოგზაურობის მსურველებისთვის ვისი მოტივაციაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ უნდათ თავისუფლად იმოგზაურონ ქვეყნებში, "სინოფარმი" და "სინოვაკი" ხშირ შემთხვევაში გათანაბრებულია სხვა ვაქცინებთან, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ვაქცინის არჩევის საშუალება ეძლევათ. „თუმცა ამან არ უნდა დაგვაკარგინოს ის ძვირფასი დრო, რომელმაც შეიძლება, მოსალოდნელი მეოთხე ტალღა თავიდან აგვაცილოს და ეს დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.