მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში უკვე 1.3 მლნ ლარია მობილიზებული - თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია

5e78d27d22e11
თელარა გელანტია
23.03.20 19:15
4972
ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს.

კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ.

აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილონ 370 ათასი ლარი.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხ. ბმული: https://stopcov.ge/ka/Fund