მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტაქსების რეფორმამ "გაუსწრო" საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ეტაპს"

5da5f08a386b5
ნუცა ბაზლიძე
15.10.19 21:21
945
„ტაქსების რეფორმამ „გაუსწრო“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ეტაპს, რამაც პრობლემები შექმნა“, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ტაქსები გაძვირდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრთნაკადი გაიზარდა და ავტობომილის მფლობელებმაც მათი უფრო აქტიურად გამოყენება დაიწყეს. შედეგად, რეფორმა დადებითად არც - საცობების პრობლემის მოხსნაზე და არც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე აისახა.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის განმარტებით, იაფიანი ტაქსი კარგი ბერკეტი იყო მერიისთვის, რათა არ გაჩენილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტაქსთან კონკურენციაში უნდა იყოს; როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის განვითარებული, ის შედის კონკურენციაში ტაქსებთან და ტაქსებიც ცდილობენ უკეთესი სერვისი წარმოადგინონ“, - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმამდე საჭირო იყო კვლევის ჩატარება.

„უკეთესი ტაქსი იყო ჩვენი სურვილიც და გარკვეული ღონისძიებები ნამდვილად საჭირო იყო, მაგრამ რეფორმას წინ უნდა უძღოდეს კვლევა, პრობლემის ანალიზი, იმის დასადგენად თუ რა უნდა გამოსწორდეს ამ სფეროში. შემდეგ უნდა იგეგმებოდეს ღონისძიებები, ხორციელდებოდეს მონიტორინგი. შედეგი გაზომვადი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, რისკენ მიდის რეგულაციები“, - აღნიშნა მესხიშვილმა.