მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან ონში მგზავრობას ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება - ღარიბაშვილი

61347c11b02dd
BM.GE
05.09.21 12:10
957
ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზა საჩხერიდან იწყება და ამბროლაური-ონის გზას უერთდება.

პროექტი 7 მონაკვეთად არის დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის. რეაბილიტაციამდე გზა გრუნტოვანი იყო, სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

სამუშაოების დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პროექტის საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.