04.იანვარი .2023 00:10

„თბილისში ფასის ზრდის გამო, რუსთავში არსებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა“ - „ელ კვადრატი"

 „თბილისში ფასის ზრდის გამო, რუსთავში არსებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა“ - „ელ კვადრატი"
views 993
უკან

რუსთავში მომუშავე სამშენებლო კომპანია „ელ კვადრატის“ ხელმძღვანელის ლაშა მარტიაშვილის თქმით, თბილისში მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფასმა რუსთავში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა. მარტიაშვილმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსთავში კონკურენცია არის, მაგრამ იმდენად პატარა ქალაქია, რომ ხარისხიან პროექტებზე მოთხოვნა მაინც დიდია.

„რუსთავის სამშენებლო ბაზარზე ოთხი წელია ვართ, ამ ეტაპზე ჯამურად განხორციელებული პროექტების რაოდენობა 25-ია, მიმდინარე გვაქვს ორი პროექტი და ასევე სამი პროექტის მიმართულებით ნებართვების ეტაპზე ვართ, მათგან ერთი სასტუმროა, ერთი კორპუსი, ერთი კერძო სახლი.

თბილისში გაზრდილი ფასის გამო მოთხოვნა რუსთავში არსებულ უძრავ ქონებაზეც გაიზარდა. რუსთავი ახლოს არის თბილისთან და მიწა გაცილებით იაფია. ბოლო 1,5-წლიან ჭრილში ჩვენ ფასები მწვანე კარკასზე $400-დან $550-მდე გავზარდეთ“, - განაცხადა მარტიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა