მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

5e7a30a42e946
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 20:31
923
თიბისის ბიზნესტრენინგებს ონლაინ სივრცეში გადააქვს, - ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა. თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbcbusiness.ge.“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან. ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.