მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: "ექიმების უფლებების დაცვაში ინტენსიურად ჩავერთვებით"

60953bf6cb01c
ელენე გოგბერაშვილი
07.05.21 20:25
647
გასულ კვირას, პარლამენტში გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრის მიერ ექიმების ხელფასებზე გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეკატერინე ტიკარაძემ საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველოში ექიმების ანაზღაურება ასიმეტრიულია და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის კი 120 000 ლარს, რაც სამართლიანი არ არის.

„ვთვლი, რომ ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას, იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში სრულიად სამართლიანად აქვს თვეში 120 ათასლარიანი შემოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რა იგულისხმა ჯანდაცვის მინისტრმა გასატარებელ ღონისძიებებში, ამის დასაზუსტებლად დღეს bm.ge-მ  ეკატერინე ტიკარაძეს კითხვა დაუსვა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაცია საჭირო არ არის, ნამდვილად ასე ვთვლი, ვინაიდან ეს არის თავისუფალი ბაზარი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ყველა ექიმის უფლება და რა თქმა უნდა ჩვენ ექიმების უფლებების დაცვაში ინტენსიურად ჩავერთვებით, რათა მოხდეს მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და ასევე შესაფერისი სამუშაო ანაზღაურების მიწოდება“, - გვიპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა.

რა მხრივ ირღვევა ექიმების უფლებები და დაკავშირებულია თუ არა ეს დაბალ ანაზღაურებასთან, ამის დაზუსტება ტიკარაძესთან ვერ შევძელით, თუმცა მეტი სიცხადისთვის bm.ge მინისტრს შესაბამის კითხვას შესაძლებლობისთანავე დაუსვამს.