საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.
Bm.ge დაინტერესდა და საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-20 ინვესტორი კომპანიის სია, რომელმაც წელს სამივე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩადეს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ენერგეტიკაში -20.3 მლნ დოლარის ინვესტიციის გადინებას ჰქონდა ადგილი, მეორე კვარტალში სექტორში $29.6 მლნ ჩაიდო, ხოლო მესამე კვარტალში - 37.1.
TOP-20 კომპანია, რომელმაც წელს, I-III კვარტალში საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიცია ჩადო:
1. შპს თბილისი ენერჯი
2. სს საქორგგაზი
3. შპს რუსთავის წყალი
4. შპს ვარციხე 2005
5. სს ხრამჰესი II
6. შპს მცხეთის წყალი
7. სს ხრამჰესი I
8. შპს აჭარ ენერჯი-2007
9. შპს ენერგია
10. სს დარიალი ენერჯი
11. შპს აჭარისწყალი ჯორჯია
12. შპს ენკა რინიუებლზ
13. შპს ემ.ჯი რენიუებლზ
14. შპს მტკვარი ჰოლდინგი
15. შპს უსასრულო ენერგია
16. სს ნენსკრა ჰიდრო
17. სააქციო საზოგადოება იგჰოლდინგ რუსის ფილიალი საქართველოში
18. სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
19. შპს ინტერ რაო საქართველო
20. შპს ბათუმი თაუერ ჰოლდინგი (შპს ჯი სი ეფ ჰიდრო დიველოპმენტ)
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
ცნობისთვის: 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკაში 122.3 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2019 წელს კი - 261.6 მლნ დოლარის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი