მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია მსოფლიოში

61000e261cc12
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.21 00:30
496
გავლენიანმა ანალიტიკურმა პორტალმა Airlines Ratings.com-მა 2021 წლისთვის მსოფლიოს  20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Airlines Ratings უსაფრთხო ავიაკომპანიების სიას სხვადასხვა ფაქტორის ანალიზის შედეგად ადგენს. კერძოდ, მხედველობაში მიღებულია როგორც ავიამაკონტროლებელი ორგანოების, ისე პროფესიული ასოციაციების აუდიტის ანგარიშები, ინციდენტების ისტორია, რომელიც ავიაკომპანიის საქმიანობაში იჩენს ხოლმე თავს. წელს ასევე დაემატა ახალი კრიტერიუმი, თუ როგორ ახერხებენ ავიაკომპანიები კორონავირუსის უსაფრთხოების ზომების დაცვას და უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, რეიტინგების შედგენისას მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად და ინტენსიურად აახლებს ავიაკომპანია თვითმფრინავების ბაზას. უსაფრთხოების რეიტინგში მაღალი ქულები იმ ავიაკომპანიებსაც ენიჭებათ, რომლებიც ყიდულობენ თანამედროვე, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ თვითმფრინავებს.

Airlines Ratings.com-ის მიხედვით, 2021 წლის TOP-20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ჩამონათვალის სათავეში Qatar Airways-ია, მეორე ადგილზე მას მოსდევს Air New Zealand, ხოლო მესამეზე - Singapore Airlines-ია.

TOP-20 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია მსოფლიოში:

1. Qatar Airways
2. Air New Zealand
3. Singapore Airlines
4. Qantas
5. Emirates
6. Cathay Pacific
7. Virgin Atlantic
8. United Airlines
9. EVA Air
10. British Airways
11. Lufthansa
12. ANA, or All Nippon Airways (3)
13. Finnair (12)
14. Japan Airlines (13)
15. KLM (14)
16. Hawaiian Airlines (16)
17. Alaska Airlines (18)
18. Virgin Australia (10)
19. Delta Air Lines (19)
20. Etihad Airways (20).