მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

62f8903a76cf4
გიორგი თოლორდავა
14.08.22 11:00
980
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.26%-ით გაიზარდა; ხოლო გასულ თვესთან შედარებით ზრდის მაჩვენებელი +28%-ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 885 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBCG) აქციების ღირებულება 8.27%-ით გაიზარდა; ხოლო ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი 36%-ს აღწევს. TBC PLC-ის საბაზრო ღირებულება ამჟამად 910 მილიონ გირვანქას შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ფასი 1.79%-ით შემცირდა; გასულ თვესთან შედარებით კი ზრდა 36%-ია. Georgia Capital-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 307 მილიონს აღწევს.

წყარო - Galt & Taggart