25.აგვისტო .2020 14:00

ტრამპის ადმინისტრაცია სურსათის პროგრამის დაფინანსებას $1 მილიარდით ზრდის

views 335
უკან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი სურსათის პროგრამის დაფინანსებას 1 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცლებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ პროგრამის ფარგლებში ფედერალური მთავრობა სურსათს იმ ფერმერებისგან შეიძენს, რომლებიც როგორც წესი, სხვადასხვა კვების ობიექტებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებდნენ და რესტორნების დახურვის გამო შემოსავალი დაკარგეს. 

აღსანიშნავია, რომ სურსათს მოსახლეობის ის ნაწილი მიიღებს, ვინც პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს სასურსათო პროგრამის დამატებით ერთი მილიარდი დოლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურსათის შეძენა აგვისტოს ბოლომდე იგეგმება. შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობამ სურსათის პროგრამის დასაფინასებლად აპრილში 3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა