02.დეკემბერი .2020 12:56

უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინში აღარ გადაიყვანენ

უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის არქონის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინში აღარ გადაიყვანენ
views 815
უკან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებისას 72 საათით ადრე ჩატარებული კოვიდ ტესტის უარყოფით პასუხს არ წარმოადგენენ, სავალდებულო კარანტინის ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. ამის შესახებ განცხადება მთავრობის საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბერდია სიჭინავამ გააკეთა. 

"საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გააწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება, რაც გულისხმობს შემდეგს - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PcR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროში განთავსება. 

იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ აქვთ იზოლაციის საშუალება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იზოლირების საშუალებას და მათ შესაბამის კოვიდ სასტუმროებში განთავსებას", -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა