მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია კარგია, თუმცა დაგვიანებული - ქეთი დოჭვირი

609541bfd0250
ინგა მურუსიძე
09.05.21 14:49
1276
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები პრიორიტეტული ჯგუფების სიაში მოხვდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან. ეკონომიკის მინისტრისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის შეხვედრაზე ითქვა, რომ ვაქცინირებული თანამშრომლების მქონე ობიექტები კოვიდ-უსაფრთხოდ დასახელდებიან და მთავრობა მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებაში დაეხმარება.

ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია კარგია, თუმცა დაგვიანებული, - ასე აფასებს მთავრობის ინიციატივას ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი. ის bm.ge-სთან საუბარში ინიციატივის დაგვიანების მიზეზად იმ დროს ასახელებს, რაც ორჯერად ვაქცინაციას სჭირდება.


"ვაქცინაციაში რა თქმა უნდა ჩავერთვებით, თუმცა უკვე დიდი ხანია ამაზე არის ლაპარაკი, რომ ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია იყოს პრიორიტეტული ქვეყნისთვის და გადაწყვეტულება საკმაოდ დაგვიანებით მიიღეს. თუ ახლა ჩაერთვება ბევრი ადამიანი პროცესში, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გაიწელება და უპირატესობებებს ვაცინირებული კომპანიების თანამშრომლები მიიღებენ შემდეგი სეზონისთვის.

რაც შეეხება ცალკეული კომპანიების, სასტუმროების გაპიარებას მსოფლიო ბაზარზე, ვფიქრობ არასერიოზულია, რადგან უნდა მოხდეს ქვეყნის, როგორც უსაფრთხო - პოზიციონირება და არა რომელიმე სასტუმროსი, როგორც აცრილი თანამშრომლების მქონესი", - განაცხადა მან.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს სექტორის მასობრივ ვაქცინაციაზე.

"ახლა რომ ვაქცინაცია დაწყება, ორი დოზის გაკეთებას დრო სჭირდებ. ჩავთვალოთ, რომ ეს სეზონი ამ მხრივ დაკარგულია. თორემ სექტორის ვაქცინაცია სწორია და ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა ტარდებოდეს საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. რადგან პროცენტულად საკმაოდ დიდი ნაწილია მოქალაქეების, რომლებიც არც თუ ისე პოზიტიურად არიან განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.

ჩვენთან ვინც ჩამოდის, იმას არ აინტერესებს სასტუმროს თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა, რადგან სასტუმროს გარდა უმარავ ობიექტზე უწევს წასვლა და ამით დიდად არაფერი იცვლება. მე ვფიქრობ, ქვეყანა უნდა იყოს ამისთვის მზად და არა რომელიმე ორგანიზაცია", - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.